HRადმინისტრირებაპრაქტიკაში
ისწავლე HR ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა: პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებიდან შრომითი ხელშეკრულებებისა და პერსონალური საქმეების ადმინისტრირებამდე, Excel-სა და Google Sheets-ში HR სისტემისა და Payroll შაბლონის აწყობამდე. კურსს უძღვება 4 პრაქტიკოსი ექსპერტი.
- ლექტორები
- 4 პრაქტიკოსი
- ფორმატი
- ფიზიკურად + ონლაინ
- დაწყება
- 21 სექტემბერი
- ხანგრძლივობა
- 1.5 თვე
- შეხვედრები
- 15 შეხვედრა, 38 სთ
- განრიგი
- ორშ, ოთხ, შაბ
ინსტრუმენტები, რომლებიც ისწავლება:
ExcelGoogle SheetsGoogle Driveგამოთვალე შენი შვებულების დღეები
შვებულებებისა და დასწრების აღრიცხვა კურსის ერთ-ერთი ძირითადი პრაქტიკული უნარია (ლექცია 6). შეავსე დასაქმების დაწყების თარიღი, გამოყენებული დღეები და წლიური ნორმა, კალკულატორი დაგითვლის დარჩენილ და დღემდე დაგროვილ დღეებს.
შენი მონაცემები
ნაგულისხმევი 24 კალენდარული დღე შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის მინიმალურ ანაზღაურებად შვებულების ნორმას. რეალურ პრაქტიკაში ნორმა კომპანიის შიდა პოლიტიკით შეიძლება განსხვავდებოდეს.
შედეგი
გამოთვლა ეფუძნება მარტივ პროპორციულ მოდელს (წლიური ნორმა / 12 x ნამუშევარი თვეები) და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნით. რეალურ ანგარიშსწორებაში გამოიყენება კომპანიის შიდა HR პოლიტიკა და შრომის კოდექსის ზუსტი წესები.
15 შეხვედრა, სამი ეტაპი
21 საათი ლექცია და 17 საათი პრაქტიკა. HR პოლიტიკებიდან და შრომის სამართლიდან Excel-სა და Google Sheets-ში HR სისტემის მოდელამდე და Payroll-ის შაბლონამდე. კურსი მოიცავს სასამართლო პრაქტიკის ქეისებს და პრაქტიკულ შეხვედრებს.
კურსის ბოლოს
11 კონკრეტული შედეგი, პროცესების მართვიდან HR მონაცემების ავტომატიზაციამდე.
გეცოდინება
- HR ადმინისტრირების პროცესების ორგანიზება და მართვა
- HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა
- შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება კანონმდებლობის შესაბამისად
- პერსონალური საქმეების სტრუქტურირება და დოკუმენტაცია
- პერსონალური მონაცემების მართვა რეგულაციების მიხედვით
შეძლებ
- სამუშაო საათების, დასწრებისა და შვებულებების აღრიცხვას
- HR დოკუმენტების შექმნას (ბრძანებები, განცხადებები და სხვა)
- შრომითი ურთიერთობების ცვლილებისა და შეწყვეტის ადმინისტრირებას
- Excel და Google Sheets-ის გამოყენებას HR მონაცემებისთვის
- HR პროცესების ავტომატიზაციას
- ხელფასთან დაკავშირებული გამოთვლების შესრულებას
ლექტორები
4 პრაქტიკოსი, თითოეული საკუთარი მიმართულებით: HR მენეჯმენტი, რეკრუტმენტი, პროფესიული განვითარება და შრომის სამართალი.
ლიკა
კოვზირიძე
მმართველი პარტნიორი, SMART Support
20 წლის გამოცდილება მომსახურების სექტორში და 15 წლის მენეჯერული გამოცდილება. კარიერა დაიწყო კვლევით ინდუსტრიაში, შემდეგ განაგრძო ბიზნესის მხარეს, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს HR აუთსორსინგისა და კვლევის მიმართულებით მმართველ პოზიციებზე.
- Taylor Nelson Sofresკვლევითი კომპანია, კარიერის დასაწყისი
- საქართველოს ბანკითანამშრომელთა მართვა და სტრატეგიული დაგეგმვა
- Japan Tobacco Internationalთანამშრომელთა მართვა და სტრატეგიული დაგეგმვა
- SMART Supportდამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი (2023-დღემდე)
CU MBA და CIMA სერტიფიცირებული, დამატებით გავლილი აქვს Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University) და Certified Coach (Erickson Coaching International) პროგრამები.
სოფიო
კაჭარავა
განვითარების გუნდის ლიდერი, SMART Support
5 წლის HR რეკრუტმენტის გამოცდილება, IT & Tech მიმართულების რეკრუტმენტის ექსპერტიზით. მუშაობდა სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებთან და მონაწილეობდა პროცესების გაციფრულებასა და ოპტიმიზაციაში.
- SMART Supportპარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი
მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის ხარისხი.
ლელა
კეკუა
HR მენეჯერი, IBA IT Georgia
15 წლის HR და პროფესიული განვითარების გამოცდილება. „საქართველოს რკინიგზა“-ში მუშაობის პერიოდში კურირებდა პროფესიული განათლების პროექტს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯთან თანამშრომლობით.
- Caucasus Onlineშერჩევის მენეჯერი
- ICRტრენინგებისა და კარიერული განვითარების მენეჯერი
- საქართველოს რკინიგზაადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- აჭარა ჯგუფიHR მართვის კონსულტანტი
- IBA GroupHR მენეჯერი, საქართველოს ოფისი
გელა
ჩიღოშვილი
იურისტი, Liberty Bank
10 წლის შრომის სამართლის ექსპერტიზა, სახელმწიფო და კერძო სექტორის იურიდიული გამოცდილებით. აქტიურად იყო ჩართული შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში.
- სახელმწიფო უწყებებიიურისტი, კანონშემოქმედებითი პროცესები
- იურიდიული ფირმასამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესისა და შრომის სამართლის მიმართულებით
- Liberty Bankიურიდიული დეპარტამენტი
ადგილის დაჯავშნა
ფიზიკურად ან ონლაინ, 1.5 თვის განმავლობაში, 15 შეხვედრა.
ადგილები შეზღუდულია.
მოთხოვნები: სპეციალური წინაპირობა არ არის, სასურველია Excel-ში მუშაობის საბაზისო უნარები.
კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.